воскресенье, 29 июня 2014 г.

მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. დავიწყეთ გეგმის შაბლონზე მუშაობა. გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვების სამ სახეობას: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. მე ვფიქრობ ამ შეკითხვების სწორად გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს გაკვეთილის პროცესშიც. თითოეული მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია თავისი სტრუქტურით. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.

четверг, 26 июня 2014 г.

დღე მეორე

მეორე დღე საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის.მოვისმინე ჩემი კოლეგების საპროექტო იდეები, შევუსაბამეთ საგნობრივი სტანდარტები.გავეცანით პორთფოლიოს რუბრიკას.ვისწავლეთ პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი. როგორ მოვამზადოთ პუბლიკაცია, რომელსაც დიდი როლი ენიჭება მოსწავლის სასწავლო პროცესში აქტიური ჩართვისათვის. 

понедельник, 23 июня 2014 г.

პირველი დღე

საინტერესო იყო ტრენინგის პირველი დღე, რადგან ტრენინგის გავლის შემდეგ მომეცემა საშუალება საინტერესო გავხადო მოსწავლეთათვის პროექტით სწავლება. ინტერესით ველოდები მეორე დღეს...