ტრენინგის მეცხრე დღეს წარმოვადგინეთ ჩვენი პრეზენტაციები. ვიყავით ერთმანეთის თეთრი და შავი ოპონენტები, მივეცით ერთმანეთს რჩევები.ტრენინგმა საკმაოდ დიდი გამოცდილება შემძინა. მადლობა ინტელს ამ პროექტისთვის, დიდი მადლობა გვანცა სალიას დაუღალავი შრომისთვის, ამდენი სიახლის მოწოდებისთვის და ტრენინგის ყველა მონაწილეს საინტერესო რჩევებისთვის...
четверг, 17 июля 2014 г.
понедельник, 14 июля 2014 г.
ტრენინგის მერვე დღე
დღეს გავიაზრეთ ფასილიტაციის მნიშვნელობა,თუ როგორ მოვახდინოთ ტექნოლოგიების გამოყენება. გავაკეთეთ ჩვენი პორთფოლიოები,ჩავაშენეთ ბლოგზე, გავინაწილეთ დავალებები. მომდევნო შეხვედრაზე უნდა ვიყოთ ერთმანეთის თეთრი და შავი ოპონენტები.
пятница, 11 июля 2014 г.
დღე მეშვიდე
დღევანდელი დღე იყო საკმაოდ შრომატევადი და საკმაოდ საინტერესო.განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია, დავიწყეთ მუშაობა მეექვსე მოდულზე- დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის. გავეცანით გარდნერისა და ბლუმის მატრიცას. დავხვეწეთ ბლოგის დიზაინი..მივიღეთ დავალება ტრენერისგან
вторник, 8 июля 2014 г.
დღე მეექვსე
დღევანდელი დღე ძალზე საინტერესო იყო. ვიმუშავეთ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ მოსწავლის დონეზე საპრეზენტაციო ფაილის შექმნა, მოსწავლის ბუკლეტის შექმნა. ვისწავლეთ youtubidan ვიდეოების გადმოწერა და დიაგრამების ჩასმა...
суббота, 5 июля 2014 г.
დღე მეხუთე
დღევანდელი დღე იყო მეტად საინტერესო. ვისწავლეთ ბლოგზე საპრეზენტაციო ფაილების ჩაშენება, გავეცანით უკუკავშირის ფორმებს, ვორდის ფაილში საავტორო უფლებების გადმოტანას, ონლაინ კოლობორაციას.ვისწავლეთ ბლოგზე ატვირთული პრეზენტაციის შეცვლა. მივიღეთ დავალება ტრენერისგან.
среда, 2 июля 2014 г.
დღე მეოთხე
დღეს განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა, ვიმუშავეთ საპრეზენტაციო ფაილების შექმნაზე, რუბრიკების შექმნაზე.
Подписаться на:
Сообщения (Atom)